სამიზნე აუდიტორია
პროექტის მიზანი
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია
- საქართველოსთან დაახლოების ხელშეწყობა
ქართული ენის დისტანციური სწავლების დეტალები :
- გაკვეთილებს ატარებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადებული სერტიფიცირებული მასწავლებლები
- სინქრონულად (პირდაპირ რეჟიმში, ჯგუფთან შეთანხმებულ დროს)
- ბავშვები მშობლის/გზამკვლევის დახმარებით ერთვებიან ვირტუალურ სასწავლო სივრცეში (საჭიროა, მხოლოდ კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა)
- ვირტუალურ საკლასო ოთახს უზრუნველყოფს კომპანია Microsoft-ი ( Microsoft Teams -ის პლატფორმაზე)
- შეთავაზებული ონლაინ გაკვეთილები ეფუძნება სწავლების ინტერაქტიულ მეთოდს
- პროცესში გამოიყენება თამაშით სწავლების მეთოდი
- ილუსტრირებული და ვიზუალიზებული სავარჯიშოები.
დისტანციური კურსის მონაცემები
გაკვეთილის ხანგრძლივობა 30 წუთი
მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში 5-6 მოსწავლე
მოსწავლეთა ასაკი 5-15 წელი
ქართული ენის ფლობის დონე ნულოვანი, მინიმალური, საშუალო
*ჯგუფები კომპლექტდება თანატოლი და თანაბარი ენობრივი კომპეტენციის მქონე მოსწავლეებით.
პროექტის მოკლე ისტორია
ქართული ენის გაკვეთილები ემიგრანტი მოსწავლეებისთვის ტარდება 2016 წლიდან. მოსწავლეები ესწრებიან გაკვეთილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ყოველ წელს პროექტში ჩართვის მოთხოვნა მზარდია. 2016 წლიდან 2022 წლამდე პროექტში ჩაერთო 1000 -ზე მეტი მოსწავლე.
პროექტში ჩართული მხარეები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განმახორციელებელი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ტექნიკური მხარდამჭერი: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
პროექტის ტექნიკური მხარდამჭერი: Microsoft საქართველო
პროექტი ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით