ქართული ენა
ემიგრანტებისათვის
ENG
РУС
მთავარი
რეგისტრაცია
ხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
ვისთვისაა პროექტი?
პროექტი განკუთვნილია 5-15 წლის ემიგრანტი ბავშვებისთვის.
როგორ დავრეგისტრირდე პროექტში?
პროექტში დარეგისტრირება შესაძლებელია მითითებულ
ლინკზე
.
რა დამჭირდება გაკვეთილში ჩასართავად?
გაკვეთილში ჩართვისთვის თქვენ დაგჭირდებათ კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა, მიკროფონი და კამერა.
როგორ კომპლექტდება ჯგუფი?
ჯგუფები კომპლექტდება 1 ქვეყანაში მცხოვრები თანატოლი და თანაბარი ენობრივი კომპეტენციის მქონე მოსწავლეებით. ჯგუფში მაქსიმუმ 5-6 მოსწავლე ირიცხება.
როდის ტარდება გაკვეთილები?
გაკვეთილები ჯგუფთან შეთანხმებით, მოსწავლეებისთვის მოსახერხებელ დროს ინიშნება.
რა სიხშირით ტარდება გაკვეთილები?
გაკვეთილები კვირაში 2 ჯერ ტარდება.
ვინ ატარებს გაკვეთილებს?
გაკვეთილებს ატარებენ სერტიფიცირებული, მოქმედი მასწავლებლები. რომლებსაც პროექტის ფარგლებში უტარდებათ დამატებით ტრენინგები, დისტანციური სწავლებისთვის ტექნიკური და მეთოდური უნარების გასაძლიერებლად.
რა პროგრამით ხდება სწავლება?
მასწავლებლები სასწავლო პროგრამას და რესურსებს მოსწავლის ენის ფლობის დონის მიხედვით ქმნის.
თუ გაკვეთილს აცდენთ?
გაცდენის შემთხვევაში წინასწარ შეატყობინეთ მასწავლებელს ან კოორდინატორს.
გაცდენილი გაკვეთილის ანაზღაურება თუ ხდება?
მასწავლებელი აგზავნის მოსწავლესთან ჩატარებული გაკვეთილის ვიდეო მასალას და დავალებას. კითხვების არსებობის შემთხვევაში მას პასუხობს მასწავლებელი.