Lesson timetable preferences

Lessons will be held twice a week, duration 25 minutes




Registration terms and conditions
ორგანიზაციული საკითხები
რეგისტრაცია

თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ ხართ ბავშვის მშობელი ან მეურვე ან მათგან გაქვთ თანხმობა დაარეგისტრიროთ ბავშვი, და არ გაქვთ რაიმე შეზღუდვა ბავშვის პროექტში რეგისტრაციისთვის.

რეგისტრაციისას უნდა შეივსოს ყველა სავალდებულო ველი. ჩვენ მთლიანად ვართ დამოკიდებული თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ველი შეავსოთ სწორად, განსაკუთრებით საკომუნიკაციო დეტალები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ ვიღებთ პასუხისგებლობას კომუნიკაციის ხარვეზებზე.

წარმატებული რეგისტრაციის შემთხვევაში თქვენს მიერ მითითებულ ელფოსტაზე მიიღებთ შესაბამის შეტყობინას. თუ 60 წუთის განმავლობაში არ მოვიდა დადასტურება, შეამოწმეთ თქვენი ელფოსტის spam/junk საქაღალდე; თუ არც ამ საქაღალდეშია, მოგვწერეთ მისამართზე distancelearning@mes.gov.ge სათაურით “რეგისტრაცია”.

კომუნიკაცია პროქტის კოორდინატორებთან
ჩვენი გუნდი მუდმივად ამუშავებს შემოსულ სარეგისტრაციო განაცხადებს. თუ თქვენს მიერ დარეგისტრირებული ბავშვი აკმაყოფილებს პროექტის მოთხოვნებს, ჩვენი კოორდინატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ელფოსტის მისამართზე.

თქვენ იღებთ ვალდებლებას, რომ კოორდინატორს დროულად მიაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რათა ეფექტურად მოხდეს გაკვეთილების დაგეგმვა და ბავშვის ჩართვა პროგრამაში.

ჩვენი კოორდინატორი, ელფოსტის გარდა, შეიძლება დაგიკავშირდეთ სატელეფონო ზარით, Viber-ით, Whatapp-ით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

თქვენი მხრიდან დაგვიანებული კომუნიკაციის შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ შევაჩეროთ თქვენი ბავშვის რეგისტრაცია გაკვეთილზე.

ტექნიკური საკითხები
გაკვეთილების ჩასატარებლად თქვენ უნდა უზუნველყოთ შემდეგი ტექნიკური საშუალებები:

  • მოწყობილობა. სასურველია ეს იყოს თანამედროვე კომპიუტერი (PC ან Mac). თუმცა საჭიროების შემთხვევაში გაკვეთილზე დასწრება შესაძლებელია ტაბლეტით ან მობილურით (Windows, Android, iOS). მოწყობილობას უნდა ჰქონდეს მიერთებული ან ინტეგრირებული ვებკამერა, სპიკერები და მიკროფონი; საჭიროების შემთხვევაში ყურსასმენები.
  • უწყვეტი ინტერნეტი. სასურველია მოწყობილობა ინტერნეტს უკავშირდებოდეს ფიზიკური კაბელით, თუმცა ასეთის არ არსებობის შემთხვევაში შესაძებელია უკაბელო (WiFi) გამოყენება; მობილური ინტერნეტის გამოყენება რეკომენდებულია, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.
  • მოსწავლის ანგარიში. წარმატებული რეგისტრაციისა და ჯგუფში ჩარიცხვის შემდეგ, თქვენ მიიღებთ სპეციალურ მოსწავლის ანგარიშს დროებითი პაროლით.
  • პროგრამული უზრუნველყოფა. გაკვეთილები ტარდება Skype for Business და Microsoft Classroom აპლიკაციების გამოყენებით. მოსწავლის ანგარიშის საშუალებით და კოორდინატორის მიერ მოწოდებული ინსტრუქციის დახმარებით თქვენ უნდა გამართოთ ეს აპლიკაციები თქვენს მოწყობილობაზე.

სასწავლო პროცესის მიმდინარეობა
სასწავლო პროცესი ორგანიზებულია კვირაში 2ჯერ, მაქსიმუმ 40 წუთის განმავლობაში წინასწარ დაკომპლექტებულ ჯგუფებში, რომელიც დაკომპლექტებულია ევროპაში მცხოვრები 5-15 წლის ასაკის რეგისტრანტებით.

პირადი ინფორმაცია ჩვენ ვაგროვებთ თქვენს მიერ მოწოდებულ პირად მონაცემებს, რათა დავამუშავოთ მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში აქტივობების ეფექტურად დაგასეგმად და და თქვენთან კომუნიკაციის განსახორციელებლად, მათ შორის, მშობელთან/მეურვესთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის, მოსწავლეთა ჯგუფებში განაწილებისთვის, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლესთან კომუნიკაციისთვის გაკვეთილსა და გაკვეთილს გარეთ, და მსგავსი სასწავლო და ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად.

გაკვეთილის მიმდინარეობისას ჩვენ შეიძლება გთხოვოთ ვიდეოს ჩართვა, რათა შედგეს ვიზუალური კონტაქტი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის; ამგვარად ჩატარებული გაკვეთილი გაცილებით ეფექტურია და ხელს უწყობს სასწავლო შედეგებზე გასვლას.

ჩვენ შეიძლება ჩავიწეროთ გაკვეთილის მიმდინარეობა, რათა მოხდეს სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შესაბამისად გაუმჯობესება. გაკვეთილის ჩანაწერი ინახება დაცულ დახურულ სერვერზე, სადაც წვდომა აქვთ მხოლოდ მასწავლებლებს და პროექტის კოორდინატორებს.ამასთან, მოსწავლის სურვილისამებრ გაკვეთილის ჩანაწერი ეგზავნება მას, გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში.

მასწავლებლის გარდა გაკვეთილს შეიძლება დაესწროს პროექტის კოორდინატორი, რაც საჭიროა მონიტორინგისა და სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფისთვის.

სტატისტიკური მონაცემები, პირადი ინფორმაციის გარეშე, შესაძლოა გამოვიყენოთ ანგარიშგებისა და საჯარო კომუნიკაციისთვის.

ცალკეულ შემთხვევებში, მხოლოდ მშობლის/მეურვის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ჩვენ გამოვიყენებთ პირად ინფორმაციას, აუდიო და ვიზუალურ მონაცემებს (ფოტო, ვიდეო) პროექტის შესახებ საჯარო კომუნიკაციისას, მათ შორის, პრეს რელიზის, მედია რეპორტაჟის თუ სხვა არხების გამოყენებით. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ პროექტის წარმატებული მაგალითები.

უფლებას ვიტოვებთ რომ აღნიშნულ პირობებში შევიტანოთ ცვლილება და გაცნობოთ დარეგისტრირებულ მეილზე.
I read and agree to the terms